სიახლეები

სამინისტროს პანკისის ხეობიდან მოსწავლეები სტუმრობდნენ

17 მარტი, 2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. დუისელ მოზარდებს, თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ამუშვებული კითხვის კლუბის წევრებმა, სუსტადმხედველი მოზარდებისა და თემში მდებარე 77-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სოციალიზაციის მიზნით დაგეგმილი აქტივობები გააცნეს და ურჩიეს, მათაც შექმნან კითხვის კლუბი, რომელიც საერთო მიზნის გარშემო გააერთიანებს პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტ, ჩეჩენ და ახმეტის რაიონის საჯარო სკოლების მოზარდებს. 

სამინისტროში მყოფ მოსწავლეებს ასევე შეხვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. 

თებერვალი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
171819202122
232425262728