სიახლეები

3D გამოსახულების გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა

15 ივნისი, 2016

საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ 3D გამოსახულების გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. 

კოლეჯის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო „სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტისა“ და „საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერის“ მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების მიერ კომპიუტერულ გრაფიკაში შექმნილი ნამუშევრები. 

აღნიშნული პროგრამები კოლეჯში 2015 წელს დაინერგა. მისი დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ არქიტექტურულ, სარეკლამო, სატელევიზიო და თამაშების წარმოების სექტორში მომუშავე ორგანიზაციებში, გამომცემლობებსა და პოლიგრაფიულ საწარმოებში, ციფრულ სტამბებში დამკაბადონებლის, გრაფიკოს-დამკაბადონებლის, ტექნიკური დიზაინერის და სხვა თანამდებობებზე.

შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა:

მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5
6
7891011
12131415161718
19202122232425
262728293031