სიახლეები

კოლეჯ „სპექტრის“ 16 კურსდამთავრებული „ხელოსანთა ქალაქში“ დასაქმდა

15 იანვარი, 2017

ავეჯის აწყობა/კონსტრუირების მიმართულებით, ორგანიზაცია "ხელოსნების ქალაქში“ საზოგადოებრივ კოლეჯის „სპექტრი“ 16 კურსდამთავრებული დასაქმდა, მინიმალური ხელფასით - 1200 ლარი. მათგან ყველაზე მცირე ასაკის - 17, ხოლო ყველაზე ასაკოვანი 70 წლის კურსდამთავრებულია. ამ ეტაპზე საწარმოში სტაჟირებას კიდევ რამდენიმე სტუდენტი გადის, რომლებიც უახლოეს მომავალში დასაქმდებიან. დასაქმებულებმა ავეჯის აწყობა/კონსტრუირების პროფესია, დუალური განათლების ფარგლებში შეისწავლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კოლეჯში მიღებული თეორიული განათლების პარალელურად, ისინი საწარმოში გადიოდნენ პრაქტიკას. პროგრამა სახელმწიფომ დააფინანსა.

მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5
67891011
12131415161718
19202122232425
262728293031