სიახლეები

წარმატებული ქართულ-ესტონური პროექტი

16 თებერვალი, 2017

ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში "ახალი ტალღა" არაერთი საერთაშორისო პროექტი და გაცვლითი პროგრამა ხორციელდება. კოლეჯი წარმატებით თანამშრომლობს ესტონეთის რესპუბლიკის ქალაქ ვალგას პროფესიულ სასწავლებელთან. ქართულ-ესტონული პროექტის ფარგლებში, ქობულეთს ვალგას მზარეულის სპეციალობის სტუდენტები და მასწავლებლები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი ქართული სამზარეულოს, ტრადიციული ქართული კერძების გაცნობა და მათგან რამდენიმეს მომზადების შესწავლა იყო. ვიზიტის პერიოდში ერთი დღე, ესტონურ სამზარეულოსაც დაეთმო. ქართველმა სტუდენტებმა რამდენიმე ესტონური კერძის მომზადება შეისწავლეს. ესტონელმა სტუმრებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეც მოინახულეს და ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს გაეცნენ. #365გამარჯვება #ახალიტალღა #პროფესიულიგანათლება #განათლება2017

ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819
20
2122
23242526272829
30