სიახლეები

ჩვენი ხმა საზოგადოებაში

21 მარტი, 2017

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებს ეწვია და მათთან ერთად, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 198-ე საჯარო სკოლაში 170-მდე მოსწავლე სწავლობს, მათგან 10% სოციალურად დაუცველია, დანარჩენი 90% კი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა. მათ შორისაა დაუნის სინდრომის მქონე მოზარდები. სკოლის მთავარი პრიორიტეტია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციისათვის აუცილებელი უნარჩვევები მისცეს. აქედან გამომდინარე, სკოლის მულტიდისციპლინარულ გუნდს შემუშავებული აქვს თითოეულ მოსწავლეზე მორგებული განვითარების ინდივიდუალური სწავლების გეგმა. 

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930