სიახლეები

სამტრედიის N15-ე სკოლის რეფორმა

25 ივლისი, 2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახური მონაწილეობდა,  ქ. სამტრედიის N15-ე სკოლა-პანსიონის რეფორმასთან დაკავშირებით იმსჯელეს. სამტრედიის N15-ე  სკოლა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში  ანტისოციალური ქცევის მქონე მოსწავლეების მიმართ შესაბამის პროგრამებს ახორციელებს.

შეხვედრაზე მწვავედ დადგა  ანტისოციალური ქცევის მქონე არასრულწლოვანთა მიმართ ქვეყანაში არარსებული პრევენციული ღონისძიებების, სერვისების არ არსებობის, უწყებათაშორის თანამშრომლობის და პასუხისმგებლობის გადანაწილების საკითხები. შეხვედრის მონაწილეები  რეფორმის სავარაუდო მოდელებზე  შეთანხმდნენ, რომელსაც სამინისტრო დაინტერესებულ მხარეებს  ახლო  მომავალში გააცნობს.

თებერვალი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
171819202122
232425262728