სიახლეები

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროცედურის შემუშავების რიგით მე-2 სამუშაო შეხვედრა

22 სექტემბერი, 2017

2017 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ინიციატივითა და ორგანიზებით, შედგა რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა, რომელიც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროცედურის შემუშავებას ისახავს მიზნად.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერებმა, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტებმა და ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდაჭერაში ჩართულმა მულტიდისციპლინური გუნდის წევრებმა მიიღეს.

შეხვედრის ძირითად თემას, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროცესის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მრავალფეროვან საჭიროებებზე მორგება და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სპეციალისტებს შორის თანამშრომლობის გაზრდის გზები წარმოადგენდა.

მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5
67891011
12131415161718
19202122232425
262728293031