სიახლეები

სწავლების ახალი მოდელი აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის

27 დეკემბერი, 2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა, საჯარო სკოლების აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასის მოდელი შეიმუშავა, რომლის პილოტირებაც თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში განხორციელდა. ინტეგრირებული კლასის ახალ მოდელს და პილოტირების შედეგებს ექსპერტები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგნლები გაეცნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან ახორციელებს ინტეგრირებული კლასის სერვისის მომსახურებას. ინტეგრირებული კლასი აღჭურვილია დამხმარე საგანმანათლებლო რესურსებით, ჰყავს ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებლები, საგნის მასწავლებელი, რომლებიც ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობენ მოსწავლეებთან მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და სოციალიზაციის გაზრდის მიზნით.

ინტეგრირებული კლასი საქართველოს 8 საჯარო სკოლაში (თბილისის №166, №72, №41, №132, №55, თბილისის კლასიკური გიმნაზია, ბათუმის №13 და რუსთავის №21) ფუნქციონირებს.

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930