სიახლეები

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში სახალწლო ღონისძიება გაიმართა

15 იანვარი, 2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მე-200, 202-ე, 203-ე და 198-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებს და სამინისტროს თანამშრომლების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლა.

ბავშვების განწყობაზე იზრუნეს თოვლის ბაბუამ და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის "ნიჭიერთა ათწლედი" საბავშვო ორკესტრის წევრებმა. რამდენიმე მუსიკალური ნომერი 202-ე და მე-200 სკოლის მოსწავლეებმაც შეასრულეს.

მიხეილ ჩხენკელმა ახალი წლის მილოცვასთან ერთად, მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930