სიახლეები

''სკოლაში ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სისტემის ხელშეწყობა''ანგარიშის პრეზენტაცია.

9 მარტი, 2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველომ ,,საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან (GASW)“ თანამშრომლობით და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის (PIN) მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი - ,,სკოლაში ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სისტემის ხელშეწყობა“. ანგარიშის პრეზენტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, აკადემიური და სოციალური სირთულეების მქონე მოსწავლეების (განსაკუთრებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების) ინტეგრაციის გაუმჯობესების მიზნით, სოციალურმა მუშაკებმა იმუშავეს ადგილობრივი პერსონალის გაძლიერებასა და მათი საქმიანობის ხელშესაწყობად. შეისწავლეს არსებული პრობლემები ამ მიმართულებით და მათი გადაჭრის სასკოლო რესურსის ძლიერი და სუსტი მხარეები.

მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   123
4
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031