სიახლეები

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“ გაიმართა

21 მარტი, 2018

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“ გაიმართა, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე - 21 მარტი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2010 წელს ოფიციალურად მიიღეს. საქართველო წელს მეშვიდედ უერთდება მსოფლიო ინიციატივას. წლევანდელი გზავნილია - „რას ვმატებ საზოგადოებას“.

ინკლუზიური განათლების განვითარება, მათ შორის დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლების სისტემის ფორმირება განათლების და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

#რასვმატებსაზოგადოებას

მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   123
4
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031