სიახლეები

10 აპრილს პროფესიულმა კოლეჯმა „იკაროსი“ 203-ე საჯარო სკოლის სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეებს უმასპინძლა.

10 აპრილი, 2018

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის ფარგლებში,10 აპრილსპროფესიულმა კოლეჯმა „იკაროსი“ 203-ე საჯარო სკოლის სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეებს უმასპინძლა.

კოლეჯში ვიზიტის დროს, სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ პროფესიული სასწავლებლის გარემოს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, შეხვედროდნენ მზარეულის პროფესიით დასაქმებულ სმენის შეზღუდვის მქონე კურსდამთავრებულებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მოსწავლეებს.

კოლეჯში ვიზიტის ბოლოს, მოსწავლეებს კერძის მომზადებაში ჩაუტარდათ „მასტერკლასი“, რომელსაც ჟესტური ენის მცოდნე მზარეული უძღვებოდა

კოლეჯში 203-ე სკოლის მოსწავლეების ვიზიტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქალბატონი ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყო და 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   123
4
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031