სიახლეები

12 აპრილს საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია'' უმასპინძლა „განათლების მეორე შესაძლებლობის“ სპეციალური სერვისის - „ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა“ ბენეფიციარებს

12 აპრილი, 2018

პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ფარგლებში, 12 აპრილს საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია" უმასპინძლა „განათლების მეორე შესაძლებლობის“ სპეციალური სერვისის - „ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა“ ბენეფიციარებს. 

ვიზიტის დროს, სტუმრები გაეცნენ პროფესიული სასწავლებლის გარემოს  და მიიღეს ინფორმაცია კოლეჯში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.  

კოლეჯის სტუდენტებმა გამართეს პრეზენტაცია, რომლის დროსაც სტუმრებს  პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

ვიზიტის ბოლოს პროფესიული სასწავლებლის ფაბლაბში სტუმრები გაეცნენ  „3 დ“ მოწყობილობის მუშაობას და მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობაც მიეცათ.

 

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყო და 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   123
4
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031