სიახლეები

ეკატერინე დგებუაძემ, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამინისტროს მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლების კუთხით განხორციელებული აქტივობები გააცნო

16 მაისი, 2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამინისტროს მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლების კუთხით განხორციელებული აქტივობები გააცნო და მათთან ერთად, სამომავლო პროექტები განიხილა.
გამომდინარე იქიდან, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე ზრუნვა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის რეჟიმში, სამინისტრო ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. საყოველთაო იზოლაციის პირობებში, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, აუცილებელი გახდა სსსმ მოსწავლეებისათვის ისეთი რელევანტური საგანმანათლებლო სერვისის შეთავაზება, რაც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სენსიტიურია. ვინაიდან მათი საჭიროებები მრავალფეროვანია, დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზებისას, დღის წესრიგში დადგა სწორედ მრავალფეროვანი საჭიროებების გათვალისწინება.
სწორედ ამ მიზნით, სამინისტროს მხრიდან შემუშავდა არაერთი რეკომენდაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მშობლებისა და სპეციალური მასწავლებლებისათვის. მომზადდა შემოქმედებითი და განმავითარებელი აქტივობები, აქტივობები დაეხმარება მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს სახლის პირობებში სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესთავაზონ მოსწავლეებს მარტივი, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობები.
მომზადდა სარეკომენდაციო ვიდეორგოლი სპეციალური მასწავლებლებისა და ინკლუზიურ განათლებაში 
 ჩართული სპეციალისტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის..
https://www.facebook.com/MESGeorgia/videos/928603047600856/
 
 
 
სამინისტროს მულტიდისცპლინური გუნდის მიერ ხორციელდება სკოლების მხარდაჭერა. გუნდის წევრები კოორდინაციას უწევენ სკოლების სპეციალურ მასწავლებლებს, გასცემენ რეკომენდაციებს სსსმ მოსწავლეების დისტანციური სწავლებასთან დაკავშირებით, სკოლის სპეციალურ მასწავლებლებს უზიარებენ ინფორმაციას სასწავლო რესურსებისა და სიახლეების შესახებ, აწარმოებენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მონიტორინგს, ისგ-ის მიზნების გათვალისწინებით ეხმარებიან სპეციალურ მასწავლებლებს დისტანციური გაკვეთილის დაგეგმვაში. დისტანციურ დავალებებში გათვალისწინებულია მათემატიკის, თხრობის, წერის, კითხვისა თუ კოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
სსსმ მოსწავლეთა განათლებას ხელს უწყობს პროექტი „ტელესკოლაც“, სადაც გაკვეთილების დაგეგმვისას, სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციებით, გათვალისწინებულია აღნიშნულ მოსწავლეთა ინტერესებიც. ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.
აკადემიური და შემეცნებითი უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მომზადდა სახლის პირობებში შესასრულებელი აქტივობების შესახებ ვიდეორგოლები, რომლებიც ტიხრების სახით გადის „ტელესკოლაში“. ვიდეორგოლები გამიზნულია მშობლებისთვისაც, რათა ოჯახის პირობებში არსებული რესურსების გათვალიწინებით, მათ ბავშვების უნარების განვითარების ხელშეწყობა შეძლონ.
„ტელესკოლა“ ასევე ძალიან სასარგებლოა მიუსაფარი ბავშვებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე დროის უმეტეს ნაწილს დღის ცენტრებში ატარებენ.
მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე, გარდა მიმდინარე პროექტებისა, განიხილეს არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები, რომელსაც სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს. სამინისტროს მხრიდან განხორციელებული აქტივობების ოპერატიულობა და ეფექტურობა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პოზიტურად შეაფასეს და დისტანციურ სწავლებაში ინკლუზიური განათლების მიმართულებით მინისტრის მოადგილეს საკუთარი ინიციატივები გაუზიარეს.
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031