სიახლეები

''მე სკოლაში მივდივარ''-სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომავალი პირველკლასელების სკოლაში ეფექტიანი ტრანზიციის ხელშეწყობა ონლაინ მექანიზმის გამოყენებით

23 მაისი, 2020

/res/images/images/2020052320234933571.jpg /res/images/images/2020052319552595056.png

პროექტი: "მე სკოლაში მივდივარ" - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომავალი პირველკლასელების სკოლაში ეფექტიანი ტრანზიციის ხელშეწყობა ონლაინ მექანიზმების გმოყენებით 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის,“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის მხარდაჭერით და  ამერიკის  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კოორდინაციით, ახორციელებს პროექტს „მე სკოლაში მივდივარ“.

პროექტი ეხმიანება ქვეყანაში COVID-19-ის ეპიდემიით შექმნილ გამოწვევას, რომლის წინაშეც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომავალი პირველკლასელები და მათი ოჯახები აღმოჩნდნენ სისათვის სათანადოდ მომზადების კუთხით და იმავდროულად, იზიარებს აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს, როგორიცაა ბავშვების განათლებისა და განვითარების დისტანციურად მხარდაჭერა.

პროექტი „მე სკოლაში მივდივარ“ მიზნად ისახავს, არსებული პანდემიის პერიოდში, სკოლაში გადასვლის (ტრანზიციის) ონლაინ მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვითა და განხორცილებით, ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს, მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ სკოლის დაწყებას და ახალ საგანმანათლებლო გარემოში გადასვლა ბავშვებისთვის  პოზიტიურ გამოცდილებად იქცეს.  აღნიშნული ინიციატივა ასევე მოიცავს სკოლების (მომავალი დამრიგებლები, სკოლის სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგები), მომზადებას ბავშვების სათანადოდ დასახვედრად - მომავალი პირველკლასელების საჭიროებებთან  წინასწარ გაცნობას და სასწავლო პროცესში მათი ეფექტიანი ჩართვისთვის საჭირო კომპეტენციების გაძლიერებას.

პროექტის პილოტირება ხორციელდება საქართველოს 10 რეგიონსა და თბილისში  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოსთან და მასთან არსებულ მულტიდისციპლინურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით.  

 

აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930