სიახლეები

ინკლუზიური პროფესიული განათლება დასაქმებისათვის

11 მარტი, 2014

 

 

წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირთა დასაქმების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები, დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა სოციალურ პარტნიორებს გააცნეს. ინიციატივების მთავარ მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული უნარ-ჩვევებით აღჭურვა წარმოადგენს, რაც მათ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანს გახდით. შეზღუდული შესაძლებლობისა დასპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა განათლების სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. განათლების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა დაკვლევის სამინისტროს მეთოდოლოგიური და ფინანსური მხარდაჭერით, წარამატებით ახორციელებს ინიციატივას ,,ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში’’.პროფესიული განათლება დასაქმების პერსპექტივის არსებობის გარეშე აზრს კარგავს. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მნიშვნელოვანია სოციალურ პარტნიორებთან აქტიური დიალოგი სსსმ და შშმპირთა განათლებისა და დასაქმების საკითხებზე. ასევე აქტუალურია კოორდინირებული მუშაობა სხვა სამთავრობო უწყებებთან, რათა შეიქმნას სსსმ პირთა დასაქმების ერთიანი ხედვა. 2014 წელს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება დამსაქმებელთა დაინტერესებაზე და მათი როლის გაზრდაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიული განათლებისა და დასაქმების მიმართულებით კერძოდ:განხორციელდება საერთაშორისო მოდელების ანალიზი შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური (საგანმანათლებლო) საჭიროების მქონე პირთა დასაქმების საკითხებზე;მომზადდება სარეკომენდაციო მოდელი მათი დაინტერესებისა და ჩართულობის გასაზრდელად;განხორციელდება საინფორმაციო კამპანიის წარმოება შეზღუდული შესაძლებლობის და/ანსპეციალური (საგანმანათლებლო) საჭიროების მქონე პირთა დასაქმების პროცესში ბიზნესის როლის შესახებ;მაქსიმალური ყურადღება გამახვილდებაშეზღუდული შესაძლებლობისდა/ან სპეციალური (საგანმანათლებლო) საჭიროების მქონე პირთა დასაქმების შესაძლებლობის და მისაწვდომობის გაზრდაზე, აღნიშნულ პროცესში მათი პრაქტიკული უნარებისა საქმიანობის შესაბამისი კომპეტენციების განვითარებაზე.

 
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930