სიახლეები

როექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ მორიგი შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში გაიმართა

16 აპრილი, 2026
პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
მორიგი შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა პანელური დისკუსიის ფორმატში ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.
საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიული მხარდაჭერა, ინკლუზიური განათლების სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა და საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების საფეხურებს შორის ტრანზიცია.
ბაია კვიციანის თქმით, მშობლებთა მოსაზრებები და რეკომენდაციები განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების პროცესში.
ღონისძიების დასრულების შემდგომ ჩატარდა ფოკუს ჯგუფი, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა მოსწავლეთა სპეციფიკური გამოწვევები გამოავლინეს და მათი დაძლევის გზები დასახეს.
წილკანში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები.
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213
14
1516
17181920212223
24252627282930
31