სიახლეები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეროვნული დღე აღინიშნება

14 ივნისი, 2014

14 ივნის სშეზღუდული შესაძლებლობი სმქონე პირთა ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერში სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროები სმქონე (სსსმ) სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე, პროფესიული კოლეჯის ,,მერმისი“ სხვადასხვა სპეციალობის, მზარეულის, სამკერვალო ნაწარმის, დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების, თექის, მინანქრის, სტილისტის, ინტერნეტ ტექნოლოგის სსსმ სტუდენტებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. ღონისძიება ამ ძირითად გზავნილს ეფუძნება: შექმენიგარემო, აღიქვიშესაძლებლობა, განაპირობეგანათლება. გამოფენა თანაბარი შესაძლებლობის უფლების დაცვის ეროვნული დღის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნა და მასზე მიმართული ცნობიერების ჩამოყალიბება.ღონისძიება ტემპუსის დაფინანსებული ინიციატივის ,,ინდივიდუალური საჭიროების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირება" (ASPIRE) ფარგლებში გაიმართა.

აპრილი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
1314
15
16171819
20212223242526
27282930