სიახლეები

შშმ ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა

4 აგვისტო, 2015

პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა” ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. რომელშიც მონაწილეობა მიიღო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს, შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და ორგანიზაცია „People in Need” წარმომადგენლებმა.

პროექტი მიზნად ისახავს განათლების არაფორმალური ინოვაციური მეთოდებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ახალგაზრდების მომზადებას მათი დასაქმების მიზნით. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სკოლის მიტოვების მიზეზებისა და მათ დასაქმებასთან არსებული პრობლემების კვლევას, ასევე ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფორმალურ განათლებაში ჩართვას და უწყებათაშორის კოორდინაციას. 

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფორმატზე. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სკოლის მიტოვების მიზეზების კვლევის“ დიზაინზე.

მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5
67891011
12131415161718
19202122232425
262728293031